Block title
__________________
ძიება საიტზე
Share
კალენდარი
«  January 2025  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდის პროგნოზი
ჩვენი გამოკითხვა
წავიდეთ ლაშქრობაზე?
სულ: 102
მინი-ჩატი
გახსენით მინი-ჩატი
♚ჩემი კახეთი♚
სტატისტიკა


Total online: 1
Guests: 1
Users: 0

საათი: 10.56.57
თქვენი IP: 3.137.176.238
თარიღი: 16.01.2025
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
ჩანაწერების არქივი
 

               მოგესალმებით ლაშქრობის მოყვარულებო  


ამ გვერდის შექმნის მთავარი მიზანია, ლაშქრობების მოყვარულებს, გაუზიაროთ ჩვენი ცოდნა-გამოცდილება. იმედია ჩვენი საიტი დაგეხმარებათ ამაში. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩდებათ მოგვწერეთ.                                                                    
გამარჯობათ, გამარჯობათ და კიდევ გამარჯობათ, 
ლაშქრობაზე წასვლა არ გინდააათ?
იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგვივა,
კარგი ლაშქობა დავგეგმოთ :)
ნახვები: 524 | | დაამატა: თაზო(ადმინი) |  კომენტარები(5)   
,,ყვარლის ზღვის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ზღვის სერის კონცხზე დგას ნაციხვარი, რომლის ნანგრევებიც ახლო-მახლო მიდამოებშია მიმობნეული. მიუხედავად ამისა, საფორტიფიკაციო ნაგებობის პერიმეტრი მაინც იკითხება. შემორჩენილია აგრეთვე კუთხის გოდოლების ფორმები, მათი მოყვანილობა, მცირე სათავსო ოთახი ჩრდილოეთ მხარეს. ნაციხვარის ცენტრში დგას პატარა დარბაზული ეკლესია.
ძეგლი მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყვარლიდან კილომეტრის დაშორებით.
ნახვები: 648 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ჩრილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის რაიონში, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 900 - 2000 მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ჰავა აქ ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია რელიქტური სახეობის - უთხოვარის ხელუხლებელი კორომი. ტერიტორია მოიცავს წიფლნარ და შერეულ ტყეებს, სადაც შემორჩენილია უთხოვრის უნიკალური კორომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასწლოვანი ეგზემპლიარების არსებობა.
ნახვები: 431 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდ. ალაზნის
მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 439 ‐ 1000 მ.ზე მდებარეობს. დაარსებულია 1935 წელს, მისი
ფართობი 747 ჰექტარია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია მესამეული პერიოდის
რელიქტის ‐ კავკასიური ძელქვის უნიკალური მასივი. ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად,
ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთდ. შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალიდა სხვ
ნახვები: 503 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ
კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მ.-ზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად
სუბტროპიკულია. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ
ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი
საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი,
სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები
მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ - გეოგრაფიულ პირობებს ქმნის.
ნახვები: 494 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი
შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა
და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის
ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მატად სპეციფიკური
ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით.
ნახვები: 753 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 150-
750მ.-ზე მდებარეობს. მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლებს
- "არწივის ხეობას", "ტახტითეფას ტალახის ვულკანებს", "ჯუმას ჭალებს". ვაშლოვანის სახელმწიფო
ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობი 8034 ჰა-ია. ჰავა ზომიერია. საქართველოში არ
არსებობს სხვა ადგილი, სადაც მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა შეინიშნებოდეს.
ნახვები: 551 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
1 2 3 »