კალენდარი | « January 2025 » | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
სტატისტიკა |
Total online: 3 Guests: 3 Users: 0 საათი: 13.55.22
თქვენი IP: 3.137.200.139 თარიღი: 16.01.2025 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
|
მთავარი » რჩევები ახალბედებს
თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლექტი (თიკ) თუ დიდ დროს ატარებთ დასახლებული პუნქტებისგან შორს (ნადირობა, თევზაობა, ქვეითი ტურიზმი და ა.შ.) თიკ აუცილებლად უნდა ატაროთ თან. გაყიდვაში არსებობს მრავალნაირი კომპლექტი (Survival kit), მაგრამ გამზადებული კომპლექტების შიგთავსის ნაწილი უხარისხოა და ტყუილად გადაიხდით ფულს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ცოტათი მეტს გადაიხდით და ზუსტად გეცოდინებათ საგნების ხარისხი და შესაძლებლობები. სწორედ თიკ‐ის ხარისხიან შიგთავსზე იქნება დამოკიდებული თქვენი სიცოცხლე ექსტრემალურ სიტუაციაში. არსებობს რამდენიმე სახის თიკ: საოჯახო (სტიქიური უბედურება, საბრძოლო მოქმედებები), საავტომობილო (ავარია დაუსახლებელ ადგილას), სალაშქრო და სამხედრო. |
ლაშქრობის წესები 1) კარგად უნდა გვესმოდეს ის სირთულეები რაც დახვდება გზაში (აღმართებში სიარული, ეკლიან ბუჩქებში გავლა, მთებზე და კლდეებზე ძრომიალი პატარა მდინარეებზე გადასვლა და ა.შ) 2) შესაბამისი ტანსაცმლით წამოსვლა. (ბოტასები ან კეტები, ზამთარში "ბატინკები”, შარვალი და ზედა რომელიც არ დაგვენანება რომ დაიხეს) 3) ზურგჩანთის წამოღება და არა პარკის ან ხელჩანთის! (თუ არ აქვს ზურგჩანთა, აუცილებლად გაფრთხილებულ იქნას ხელმძღვანელი!) 4) რა უნდა წამოიღოს სტუმარმა: წყალი, საჭმელი (საჭმელი შეიძლება წინასწარ იყოს შეძენილი საერთო თანხით) და საწვიმარი! დანარჩენი ნივთები უკ |
საქართველოში გავრცელებულია დაახლოებით ოცდათხუთმეტ სახეობამდე ქვეწარმავალი. მათ სიაში შედის 20‐22
სახეობის გველი, დანარჩენი კი სხვადასხვა სახეობის ხვლიკია. საერთოდ, ხვლიკი შხამიანი არ არის. დედამიწის
ზურგზე მხოლოდ ორი სახეობის შხამიანი ხვლიკი არსებობს და ისინი ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. რაც
შეეხება შხამიან გველებს, საქართველოში გავრცელებულია გიურზა. ის ამიერკავკასიაში ყველაზე შხამიანი გველია და
რეალურად ყველაზე საშიშიც ადამიანისათვის. შხამიანებს შორის არის აგრეთვე რამდენიმე სახეობის გველგესლა:
კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და სხვა. მათი შხამი სიძლიერით გიურზასას
ჩამოუვარდება და ნაკლებად ტოქსიკურია. არადა, შხამის ტიპი – |
არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გამოუცდელი ადამიანები ტყეში დაკარგულან. როგორ უნდა მოიქცეს ტყეში გზააბნეული ადამიანი? გზის დაკარგვისთანავე მან მოძრაობა უნდა შეწყვიტოს და კომპასის ან სხვა ბუნებრივი ნიშნების მიხედვით გაარკვიოს ორიენტაცია. თუ მხარეების გაგნება ვეერ მოახერხა, სჯობია მშრალ ადგილას დროებითი თავშესაფრის მოწყობაზე იზრუნოს. თთავშესაფრად გამოდგება ფანჩატური, ქოხი მიწური. წელიწადის თბილ დროს უმჯობესია, გადაფარული |
ჩრდილის მომცემი ჯოხის მეთოდი მოათავსეთ 1მ სიგრძის ჯოხი ვერტიკალურად, ბრტყელ ზედაპირზე, აღნიშნეთ სად ეცემა ჩრდილის წვერი, დაიცადეთ 15 წუთი და არნიშნეთ ახალი ჩრდილის წვერი, შეაერთეთ ეს 2 წერტილი და მიიღებთ მიმართულებას აღმოსავლეთი – დასავლეთი (პირველი ნიშნული არის დასავლეთი) ამ ხაზის მართი კუთხით გადაკვეთაზე იქნება ჩრდილოეთი – სამხრეთი. მიმართულების პოვნა საათის მიხედვით ტრადიციულ ისრებიან საათს შეუძლია მიმართულების ჩვენება, თუ დაწმუნებულები ხართ, რომ იგი დაყენებულია ზუსტ ადგილობრივ დროზე (მიუხედავად იმისა, |
ლაშქრობისთვის აუცილებელი ნივთებიზურგჩანთა 65-80 ლიტრი, საძილე ტომარა, კარავი, წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი. ტანსაცმელი ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის წყალგაუმტარი ბათინკები, შარვალი 2 ცალი. ისეთი რომელიც ადვილად შრება. თბილი ჯემპრი, საწვიმარი აუცილებლად, წინდები 2-3 წყვილი. კეპკა, ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები, რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება. საჭმელი პური, დღეში 0.5-0.75. ძეხვი მონადირული, მოხარშული კვერცხი, |
შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.
2) ვარსკვლავი
ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის |
დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20‐22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა. გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130‐160 სმ‐ს აღწევს, მასა – 3‐6 კგ‐ს. შეფერილობა სხვადასხვაა – ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე – შედარებით მომცრო. შეფერილობის წყალობით გიურზა კარგად ეხამება გარემოს. გიურზა მაისის პირველ ნახევარში წყვილდება. დებს 15‐20 კვერცხს. წიწილები აგვისტო‐სექტემბერში იჩეკებიან. გიურზა აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. |
|
|