კალენდარი | « January 2025 » | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
სტატისტიკა |
Total online: 1 Guests: 1 Users: 0 საათი: 13.51.01
თქვენი IP: 3.15.214.238 თარიღი: 16.01.2025 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
|
მთავარი » Entries archive
გამარჯობათ, გამარჯობათ და კიდევ გამარჯობათ, ლაშქრობაზე წასვლა არ გინდააათ? იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგვივა, კარგი ლაშქობა დავგეგმოთ :) |
,,ყვარლის ზღვის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ზღვის სერის კონცხზე დგას ნაციხვარი, რომლის ნანგრევებიც ახლო-მახლო მიდამოებშია მიმობნეული. მიუხედავად ამისა, საფორტიფიკაციო ნაგებობის პერიმეტრი მაინც იკითხება. შემორჩენილია აგრეთვე კუთხის გოდოლების ფორმები, მათი მოყვანილობა, მცირე სათავსო ოთახი ჩრდილოეთ მხარეს. ნაციხვარის ცენტრში დგას პატარა დარბაზული ეკლესია. ძეგლი მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყვარლიდან კილომეტრის დაშორებით. |
ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ჩრილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის რაიონში, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 900 - 2000 მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ჰავა აქ ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია რელიქტური სახეობის - უთხოვარის ხელუხლებელი კორომი. ტერიტორია მოიცავს წიფლნარ და შერეულ ტყეებს, სადაც შემორჩენილია უთხოვრის უნიკალური კორომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასწლოვანი ეგზემპლიარების არსებობა. |
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 439 ‐ 1000 მ.ზე მდებარეობს. დაარსებულია 1935 წელს, მისი ფართობი 747 ჰექტარია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია მესამეული პერიოდის რელიქტის ‐ კავკასიური ძელქვის უნიკალური მასივი. ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთდ. შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალიდა სხვ |
ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მ.-ზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად სუბტროპიკულია. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ - გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. |
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მატად სპეციფიკური ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. |
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 150- 750მ.-ზე მდებარეობს. მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლებს - "არწივის ხეობას", "ტახტითეფას ტალახის ვულკანებს", "ჯუმას ჭალებს". ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობი 8034 ჰა-ია. ჰავა ზომიერია. საქართველოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა შეინიშნებოდეს. |
იორის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში და თბილისიდან 140 კმ-ით არის დაშორებული. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. მიმდებარე სოფლის ვენახები, რომლებიც მდ.იორის წყლით ირწყვება, გამოირჩევა ყურძნის ჯიშების სიმრავლით. აღკვეთილში დაცულია მდინარე ივრის პირას მდებარე ჭალის ტყე. აქვეა 10 ჰექტარის ფართობის დაჭაობებული ტერიტორია. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება გარეული ღორი, მგელი, ლელიანის კატა და სხვ. |
|