გამარჯობათ, გამარჯობათ და კიდევ გამარჯობათ. საიტი დიდი ხანია რაც იყო უმოქმედო მდგომარეობაში სამწუხაროდ. რადგანაც მოხერხდა მისი აღდგენა კარგი იქნებ დავგეგმოთ ლაშქობა, რას იტყვით? რაღაც–რაღაც იდეები მაქვს თუ სურვილები იქნება დაგიმატებთ, ჩვენ (საიტის ადმინისტრაცია) ისედაც დავდივართ ლაშქრობებზე და მოხარულები ვიქნებით თუ დავიმატებთ საინტერესო და მხიარულ ხალხს, რაც მთავარია არა ზარმაცებს და წუწუნებს ;) მოკლედ იდეები ბევრია გვაქვს, რას იტყვით ივნისში რომ დავგეგმოთ რამე ოღონდ კახეთში და რადგან ერთმანეთს შესაძლებლობები არ ვიცით 1 დღიანი რო იყოს? იდეები კომენტარებში დაგვიწერეთ სად იქნება კარგი წასვლა ან მოგვწერეთ პირადში, ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენსას გაგიზიარებთ. თუ წასვლა მოხერხდა და იმედი მაქვს რომ მოხერხდება გასვლა აუცილებლად იქნება თელავიდან. ველოდებით თქვენ იდეებს...