Block title
__________________
ძიება საიტზე
Share
კალენდარი
«  May 2013  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდის პროგნოზი
ჩვენი გამოკითხვა
წავიდეთ ლაშქრობაზე?
სულ: 102
მინი-ჩატი
გახსენით მინი-ჩატი
♚ჩემი კახეთი♚
სტატისტიკა


Total online: 3
Guests: 3
Users: 0

საათი: 16.44.15
თქვენი IP: 52.14.66.242
თარიღი: 16.01.2025
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2013 » May » 19 » ჭაჭუნის აღკვეთილი
16.54.39
ჭაჭუნის აღკვეთილი
ჭაჭუნის აღკვეთილი – აღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში. წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.

   მდებარეობა 

  ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნის აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზედ სწრაფად მონაცვლეობენ და თავისებურ, საკმაოდ ლამაზ ლანდშაფტს ქმნიან.

    კლიმატი

  აღკვეთილის ტერიტორიაზე მდინარე იორი 24 ჰექტარის ფართობის ჭაობებსაც ქმნის. ჭაჭუნასთვის თბილი კონტინენტური, ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,5 გრადუსი, ხოლო ივლისის საშუალო – ჩრდილში +22 გრადუსია. აღკვეთილისთვის რუხი ყავისფერი, ალავიური, შავმიწა და დამლაშებული ნიადაგებია დამახასიათებელი.

    ფაუნა
  მრავალფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნის ფაუნა. მწერებიდან მრავლად არიან კალიასებრნი. გავრცელებულია ფალანგა და მორიელი. ქვეწარმავლებიდან ხმელთაშუაზღვის კუ და ჩვენი ფაუნის ყველაზე შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება.

აქ ფრინველების 82 სახეობაა, ხოლო 10 სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შესული. ფრინველთაგან ბევრია: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბუდობს სვავი. ჭაჭუნა მნიშვნელოვანია ულამაზესი ფრინველის დურაჯის პოპულაციითაც. ძუძუმწოვრებიდან ჭაჭუნაში რამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა, ფოცხვერი , მაჩვი და გარეული ღორი ბინადრობს.

2011 წელს აღკვეთილის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის წევრებმა ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს.

   ისტორიული ძეგლები

  ჭაჭუნას აღკვეთილში არის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: ადრე შუა საუკუნეების ხორნაბუჯის ციხექალაქის ნანგრევები, XI საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი და XVIII საუკუნეში კახეთის მეფე ერეკლე მეორის მიერ საქარავნო გზათა გზაჯვარედინზე აგებული, მთლიანად გალავანშემოვლებული და თითქმის პირვანდელი ფორმით დღევანდელობას მოღწეული ქალაქი ქიზიყი – გალავანში ჩაშენებული 23 კოშკითა და 5 კარიბჭით.

კატეგორია: საინტერესო ცნობები | ნანახია: 373 | დაამატა: ადმინი(მიშო) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]