Block title
__________________
ძიება საიტზე
Share
კალენდარი
«  May 2013  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდის პროგნოზი
ჩვენი გამოკითხვა
წავიდეთ ლაშქრობაზე?
სულ: 102
მინი-ჩატი
გახსენით მინი-ჩატი
♚ჩემი კახეთი♚
სტატისტიკა


Total online: 1
Guests: 1
Users: 0

საათი: 16.19.35
თქვენი IP: 3.143.3.114
თარიღი: 16.01.2025
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2013 » May » 19
გამარჯობათ, გამარჯობათ და კიდევ გამარჯობათ, 
ლაშქრობაზე წასვლა არ გინდააათ?
იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგვივა,
კარგი ლაშქობა დავგეგმოთ :)
ნახვები: 525 | | დაამატა: თაზო(ადმინი) |  კომენტარები(5)   
,,ყვარლის ზღვის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ზღვის სერის კონცხზე დგას ნაციხვარი, რომლის ნანგრევებიც ახლო-მახლო მიდამოებშია მიმობნეული. მიუხედავად ამისა, საფორტიფიკაციო ნაგებობის პერიმეტრი მაინც იკითხება. შემორჩენილია აგრეთვე კუთხის გოდოლების ფორმები, მათი მოყვანილობა, მცირე სათავსო ოთახი ჩრდილოეთ მხარეს. ნაციხვარის ცენტრში დგას პატარა დარბაზული ეკლესია.
ძეგლი მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყვარლიდან კილომეტრის დაშორებით.
ნახვები: 649 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ჩრილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის რაიონში, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 900 - 2000 მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ჰავა აქ ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია რელიქტური სახეობის - უთხოვარის ხელუხლებელი კორომი. ტერიტორია მოიცავს წიფლნარ და შერეულ ტყეებს, სადაც შემორჩენილია უთხოვრის უნიკალური კორომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასწლოვანი ეგზემპლიარების არსებობა.
ნახვები: 431 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდ. ალაზნის
მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 439 ‐ 1000 მ.ზე მდებარეობს. დაარსებულია 1935 წელს, მისი
ფართობი 747 ჰექტარია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია მესამეული პერიოდის
რელიქტის ‐ კავკასიური ძელქვის უნიკალური მასივი. ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად,
ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთდ. შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალიდა სხვ
ნახვები: 504 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ
კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მ.-ზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად
სუბტროპიკულია. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ
ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი
საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი,
სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები
მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ - გეოგრაფიულ პირობებს ქმნის.
ნახვები: 495 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი
შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა
და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის
ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მატად სპეციფიკური
ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით.
ნახვები: 753 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 150-
750მ.-ზე მდებარეობს. მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლებს
- "არწივის ხეობას", "ტახტითეფას ტალახის ვულკანებს", "ჯუმას ჭალებს". ვაშლოვანის სახელმწიფო
ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობი 8034 ჰა-ია. ჰავა ზომიერია. საქართველოში არ
არსებობს სხვა ადგილი, სადაც მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა შეინიშნებოდეს.
ნახვები: 552 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
იორის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში და თბილისიდან 140 კმ-ით არის დაშორებული.
მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. მიმდებარე სოფლის ვენახები, რომლებიც მდ.იორის წყლით
ირწყვება, გამოირჩევა ყურძნის ჯიშების სიმრავლით. აღკვეთილში დაცულია მდინარე ივრის პირას
მდებარე ჭალის ტყე. აქვეა 10 ჰექტარის ფართობის დაჭაობებული ტერიტორია. ძუძუმწოვრებიდან აქ
გვხვდება გარეული ღორი, მგელი, ლელიანის კატა და სხვ. 
ნახვები: 368 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. ფართობი 1033 ჰა. დაარსდა 1935 წელს რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემონახვის მიზნით. ნაკრძალის ფართობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკერჩხლები, თელა. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებზე და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ზევნარებს ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვა სახით. ნარძალში ვხვდებით სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებურს.
ნახვები: 336 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
 ყორუღის აღკვეთილი (2068 ჰა) კახეთში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. ყორუღის აღკვეთილი გეოლოგიურად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. აქ მდ. იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი. მისი შემქმნელი ძირითადი ხე-მცენარეებია: მაღალი ტირიფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა და სხვა. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა ესაზღვრება.

 ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო, სათავგადასავლო და საფეხოსნო ტურები. ტურიზმის ეს სახეობები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას უკავშირდება. რეგიონი აგრეთვე პოპულარულია სამონადირეო ტურ 

ნახვები: 338 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ჭაჭუნის აღკვეთილი – აღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში. წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული. მდებარეობა ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნის აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვ
ნახვები: 372 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლექტი (თიკ)
თუ დიდ დროს ატარებთ დასახლებული პუნქტებისგან შორს (ნადირობა, თევზაობა, ქვეითი ტურიზმი და ა.შ.) თიკ
აუცილებლად უნდა ატაროთ თან. გაყიდვაში არსებობს მრავალნაირი კომპლექტი (Survival kit), მაგრამ გამზადებული
კომპლექტების შიგთავსის ნაწილი უხარისხოა და ტყუილად გადაიხდით ფულს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ცოტათი
მეტს გადაიხდით და ზუსტად გეცოდინებათ საგნების ხარისხი და შესაძლებლობები. სწორედ თიკ‐ის ხარისხიან
შიგთავსზე იქნება დამოკიდებული თქვენი სიცოცხლე ექსტრემალურ სიტუაციაში.
არსებობს რამდენიმე სახის თიკ: საოჯახო (სტიქიური უბედურება, საბრძოლო მოქმედებები), საავტომობილო (ავარია
დაუსახლებელ ადგილას), სალაშქრო და სამხედრო.
ნახვები: 477 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ლაშქრობის წესები
1) კარგად უნდა გვესმოდეს ის სირთულეები რაც დახვდება გზაში (აღმართებში სიარული, ეკლიან ბუჩქებში გავლა,
მთებზე და კლდეებზე ძრომიალი პატარა მდინარეებზე გადასვლა და ა.შ)
2) შესაბამისი ტანსაცმლით წამოსვლა. (ბოტასები ან კეტები, ზამთარში "ბატინკები”, შარვალი და ზედა რომელიც არ
დაგვენანება რომ დაიხეს)
3) ზურგჩანთის წამოღება და არა პარკის ან ხელჩანთის! (თუ არ აქვს ზურგჩანთა, აუცილებლად გაფრთხილებულ იქნას
ხელმძღვანელი!)
4) რა უნდა წამოიღოს სტუმარმა: წყალი, საჭმელი (საჭმელი შეიძლება წინასწარ იყოს შეძენილი საერთო თანხით) და
საწვიმარი! დანარჩენი ნივთები უკ 
ნახვები: 455 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   

საქართველოში გავრცელებულია დაახლოებით ოცდათხუთმეტ სახეობამდე ქვეწარმავალი. მათ სიაში შედის 20‐22
სახეობის გველი, დანარჩენი კი სხვადასხვა სახეობის ხვლიკია. საერთოდ, ხვლიკი შხამიანი არ არის. დედამიწის
ზურგზე მხოლოდ ორი სახეობის შხამიანი ხვლიკი არსებობს და ისინი ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. რაც
შეეხება შხამიან გველებს, საქართველოში გავრცელებულია გიურზა. ის ამიერკავკასიაში ყველაზე შხამიანი გველია და
რეალურად ყველაზე საშიშიც ადამიანისათვის. შხამიანებს შორის არის აგრეთვე რამდენიმე სახეობის გველგესლა:
კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და სხვა. მათი შხამი სიძლიერით გიურზასას
ჩამოუვარდება და ნაკლებად ტოქსიკურია. არადა, შხამის ტიპი –  

ნახვები: 547 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გამოუცდელი ადამიანები ტყეში დაკარგულან. როგორ უნდა
მოიქცეს ტყეში გზააბნეული ადამიანი?
გზის დაკარგვისთანავე მან მოძრაობა უნდა შეწყვიტოს და კომპასის ან სხვა ბუნებრივი ნიშნების
მიხედვით გაარკვიოს ორიენტაცია. თუ მხარეების გაგნება ვეერ მოახერხა, სჯობია მშრალ ადგილას
დროებითი თავშესაფრის მოწყობაზე იზრუნოს.
თთავშესაფრად გამოდგება ფანჩატური, ქოხი მიწური.
წელიწადის თბილ დროს უმჯობესია, გადაფარული
 
ნახვები: 384 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ჩრდილის მომცემი ჯოხის მეთოდი
მოათავსეთ 1მ სიგრძის ჯოხი ვერტიკალურად, ბრტყელ ზედაპირზე, აღნიშნეთ სად ეცემა ჩრდილის
წვერი,
დაიცადეთ 15 წუთი და არნიშნეთ ახალი ჩრდილის წვერი, შეაერთეთ ეს 2 წერტილი და მიიღებთ
მიმართულებას
აღმოსავლეთი – დასავლეთი (პირველი ნიშნული არის დასავლეთი) ამ ხაზის მართი კუთხით
გადაკვეთაზე
იქნება ჩრდილოეთი – სამხრეთი.
მიმართულების პოვნა საათის მიხედვით
ტრადიციულ ისრებიან საათს შეუძლია მიმართულების ჩვენება, თუ დაწმუნებულები ხართ, რომ იგი დაყენებულია ზუსტ ადგილობრივ დროზე (მიუხედავად იმისა,   
ნახვები: 411 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ლაშქრობისთვის აუცილებელი ნივთები
ზურგჩანთა 65-80 ლიტრი, საძილე ტომარა, კარავი, წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი

გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი.

ტანსაცმელი
ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის წყალგაუმტარი ბათინკები, შარვალი 2 ცალი. ისეთი რომელიც ადვილად შრება. თბილი ჯემპრი, საწვიმარი აუცილებლად, წინდები 2-3 წყვილი. კეპკა, ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები, რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის
პარკებში ინახება.

საჭმელი
პური, დღეში 0.5-0.75. ძეხვი მონადირული, მოხარშული კვერცხი,

ნახვები: 486 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე.
იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს
ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.


2) ვარსკვლავი

ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი
მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის
ნახვები: 448 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20‐22 სახეობა გვხვდება. ჩვენში
გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა
გველგესლა.
გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130‐160 სმ‐ს აღწევს, მასა – 3‐6 კგ‐ს.
შეფერილობა სხვადასხვაა – ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი
ლაქები აქვს, გვერდებზე – შედარებით მომცრო. შეფერილობის წყალობით გიურზა კარგად ეხამება გარემოს. გიურზა
მაისის პირველ ნახევარში წყვილდება. დებს 15‐20 კვერცხს. წიწილები აგვისტო‐სექტემბერში იჩეკებიან. გიურზა
აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. 
ნახვები: 432 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
სპორტული ტურიზმის სახეობა. როცა მოგზაური ფეხით მგზავრობს და თავშესაფარი და სურსათი ზურგით დააქვს, ამას ტურისტული ლაშქრობა ჰქვია. ეს ისეთი პოპულარული საქმიანობაა, რომ არსებობს უამრავი ფეხით მოგზაურობის ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ლაშქრობაში საჭიროა მსუბუქი, კომპაქტური აღჭურვილობა, მათ შორის — პატარა კარავი და საძილე ტომარა, ხოლო შორ ადგილებში ლაშქრობისას — სამყოფი საჭმელ–სასმელი, ფარანი, კარგირუკა დაკომპასი(ან GPS-ი
ნახვები: 664 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)   
ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია ქვის ხიდი მდინარე ფარავანზე, რომელიც სოფელ ყაურმის მიდამოებშია შემორჩენილი.
ამ ხუთმალიანი ხიდის სიგრძე 170 მეტრია, სიგანე - 4 მეტრი.

ყაურმის ხიდი წარმოადგენს ფრიად იშვიათ ნიმუშს საქართველოს ფარგლებში არსებულ მრავალმალიან და ამავე დროს განიერ ნაგებობათა შორის.

როგორც ცნობილია, ხიდი ემსახურებოდა ისტორიულ მაგისტრალს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სამცხე-ჯავახეთთან და აჭარასთან, აგრეთვე თურქეთთან აკავშირებდა.
ამ ხიდს იყენებდნენ კახელი და ქართლელი მეცხვარეებიც, რათა თავიანთი მრავალრიცხოვანი ფარები ჯავახეთის საზაფხულო იალაღებზე დაებინავებინათ.
 1810 წლის ერთ ოფიციალურ საბუთში აღნიშნულია, 

ნახვები: 606 | | დაამატა: ადმინი(მიშო) |  კომენტარები(0)