Block title
__________________
ძიება საიტზე
Share
კალენდარი
«  May 2013  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდის პროგნოზი
ჩვენი გამოკითხვა
წავიდეთ ლაშქრობაზე?
სულ: 102
მინი-ჩატი
გახსენით მინი-ჩატი
♚ჩემი კახეთი♚
სტატისტიკა


Total online: 1
Guests: 1
Users: 0

საათი: 16.39.36
თქვენი IP: 18.191.14.62
თარიღი: 16.01.2025
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2013 » May » 19 » კოცონის ნაირსახეობები
16.17.47
კოცონის ნაირსახეობები
1) პირამიდა
შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე.
იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს
ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.


2) ვარსკვლავი

ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი
მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის

მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.



3)ჭა

შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად.
საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად
იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.
4) ტყე
არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის
მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე
მცირე ნაპობ‐მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.
5) მონადირული
ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის
დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს
დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.
6) ღობე
მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი‐სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები.
კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ
სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის
გასაშრობად.
7) ბუხარი
ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ
მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე
მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან
ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.
8) სამი მორი
ვიღებთ 2‐2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები,
გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს
მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის
განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.
9) გისოსი
ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.
სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ
მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს
დამატებითი საწვავის გარეშე.
10) ორმო
ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში
ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება
დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.
11) ტრანშეა
გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ
საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე
ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ
გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და
სითბოში დაიძინოთ.
12) ბოლი
კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე
(სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ
შიგნიდან.
რჩევები
კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად
აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.
კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.
კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ
შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.
თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ
ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.
კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ
სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.
თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ
ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს,
ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებ
კატეგორია: რჩევები ახალბედებს | ნანახია: 449 | დაამატა: ადმინი(მიშო) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]