Block title
__________________
ძიება საიტზე
Share
კალენდარი
«  May 2013  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდის პროგნოზი
ჩვენი გამოკითხვა
წავიდეთ ლაშქრობაზე?
სულ: 102
მინი-ჩატი
გახსენით მინი-ჩატი
♚ჩემი კახეთი♚
სტატისტიკა


Total online: 3
Guests: 3
Users: 0

საათი: 17.00.19
თქვენი IP: 3.129.210.35
თარიღი: 16.01.2025
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2013 » May » 19 » მიმართულების პოვნა
16.22.01
მიმართულების პოვნა
ჩრდილის მომცემი ჯოხის მეთოდი
მოათავსეთ 1მ სიგრძის ჯოხი ვერტიკალურად, ბრტყელ ზედაპირზე, აღნიშნეთ სად ეცემა ჩრდილის
წვერი,
დაიცადეთ 15 წუთი და არნიშნეთ ახალი ჩრდილის წვერი, შეაერთეთ ეს 2 წერტილი და მიიღებთ
მიმართულებას
აღმოსავლეთი – დასავლეთი (პირველი ნიშნული არის დასავლეთი) ამ ხაზის მართი კუთხით
გადაკვეთაზე
იქნება ჩრდილოეთი – სამხრეთი.
მიმართულების პოვნა საათის მიხედვით
ტრადიციულ ისრებიან საათს შეუძლია მიმართულების ჩვენება, თუ დაწმუნებულები ხართ, რომ იგი
დაყენებულია
ზუსტ ადგილობრივ დროზე (მიუხედავად იმისა, თუ რომელ პირობით დროის სარტყელში
იმყოფებით,
დამოუკიდებლად ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევისა). რაც ახლოს ხართ ეკვატორთან, მით
ნაკლებ სანდოა
ეს მეთოდი.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საათი გეკავოთ ჰორიზონტალურად. საათის პატარა ისარი მზეს. შუაზე
გაყავით
კუთხე საათის ისარსა და ციფრ 12‐ს შორის; მიიღებთ მიმართულებას ჩრდილოეთი – სამხრეთი.
სამხრეთ ნახევარსფეროში, საათი გეკავოთ ჰორიზონტალურად. მიუშვირეთ ციფრი 12 მზეს. შუა
წერტილი 12‐სა და საათის პატარა ისარს შორის გიჩვენებთ მიმართულებას ჩრდილოეთი – სამხრეთი.
მიმნიშნებელი მცენარეები
მცენარეებს შეუძლიათ მიგანიშნონ ჩრდილოეთი და სამხრეთი. ისინი იზრდებიან მზის მხარეს, ასე
რომ
ჩრდილოეთნახევარსფეროში მცენარე ყვავილებს იკეთებს და უფრო გაშლილია სამხრეთისაკენ, ხოლო
სამხრეთ
ნახევარსფეროში – ჩრდილოეთისკენ. ამავე მხარეს იზრდება უფო მწვანე და ფუმფულა ხავსი ხეებზე.
თუ ხე მოჭრილია, რგოლების ნახაზი მის გადაჭრილ ნაწილზე უფრო ფართოდ არის განლაგებული
ეკვატორისკენ
მიმართულ მხარეს.
ქარის მიმართულება
თუ იცით მთავარი ქარის მიმართულება, ეს შეგანარჩუნებინებთ თქვენს მიმართულებას. იქ სადაც
ძლიერი ქარი
ყოველთვის ერთი მხრიდან უბერავს მცენარეები ქარის მიმართულებით იქნება გადახრილი. ჩიტები
და მწერები,
ჩვეულებრივ, ბუდეებს იშენებენ იმ მხრიდან, საითაც ქარი უბერავს.
მიმართულების დადგენა ციური სხეულების მიხედვით
მთვარე: რადგანაც მთვარე დედამიწის გარშემო შემოვლას 28 დღეს ანდომებს, მისი ფორმა იცვლება
ადგილმდებარეობის
მიხედვით. როცა ის იმავე მხრიდან ადგას დედამიწას, საიდანაც მზე, მზიდან შუქი არ აირეკლება: ეს
არის ახალი
მთვარე, შემდეგ იგი
ირეკლავს შუქს თავისი ხილული ზედაპირის მარჯვენა მხრიდან და ეს არეალი თანდათან იმატებს
მთვარის
დაბერებასთან ერთად.
სავსე მთვარის დროს ეს არეალი იმყოფება დედამიწასთან მზის მოპირდაპირე მხარეს. შემდეგ იგი
ილევა, ამრეკლავი
ზედაპირი
მცირდება ვიწრო ზოლამდემთვარის ხილული ზედაპირის მარცხენა მხარეს.
თუ მთვარე მზის ჩასვლამდე ამვიდა, განათებული მხარე იქნება დასავლეთი, თუ ის ნაშუაღამევს
ამოვიდა,
განათებული მხარე იქნება აღმოსავლეთი. ასე რომ, მთვარე იძლევა აღმოსავლეთ – დასავლეთის
დაახლოებით
მითითებას.
კატეგორია: რჩევები ახალბედებს | ნანახია: 412 | დაამატა: ადმინი(მიშო) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]