Block title
__________________
ძიება საიტზე
Share
კალენდარი
«  May 2013  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდის პროგნოზი
ჩვენი გამოკითხვა
წავიდეთ ლაშქრობაზე?
სულ: 102
მინი-ჩატი
გახსენით მინი-ჩატი
♚ჩემი კახეთი♚
სტატისტიკა


Total online: 2
Guests: 2
Users: 0

საათი: 16.49.50
თქვენი IP: 3.145.35.234
თარიღი: 16.01.2025
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2013 » May » 19 » ყაურმის ხიდი
15.14.57
ყაურმის ხიდი
ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია ქვის ხიდი მდინარე ფარავანზე, რომელიც სოფელ ყაურმის მიდამოებშია შემორჩენილი.
ამ ხუთმალიანი ხიდის სიგრძე 170 მეტრია, სიგანე - 4 მეტრი.

ყაურმის ხიდი წარმოადგენს ფრიად იშვიათ ნიმუშს საქართველოს ფარგლებში არსებულ მრავალმალიან და ამავე დროს განიერ ნაგებობათა შორის.

როგორც ცნობილია, ხიდი ემსახურებოდა ისტორიულ მაგისტრალს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სამცხე-ჯავახეთთან და აჭარასთან, აგრეთვე თურქეთთან აკავშირებდა.
ამ ხიდს იყენებდნენ კახელი და ქართლელი მეცხვარეებიც, რათა თავიანთი მრავალრიცხოვანი ფარები ჯავახეთის საზაფხულო იალაღებზე დაებინავებინათ.
1810 წლის ერთ ოფიციალურ საბუთში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარმა, ოსმალებთან დაძაბული ბრძოლების შემდეგ, ქალაქ ახალციხიდან დაიხია ,,ყაურმა კეპრამდე.~ ამ ცნობიდან ჩანს, რომ XIX ს. დასაწყისში ხიდი მოქმედი იყო.

1893 წელს, თურქეთთან მორიგი საბრძოლო ოპერაციის წარმოების მიზნით, რუსეთის ჯარმა ხიდი შეაკეთა და გაამაგრა, რათა მასზე თავისუფლად ემოძრავა კავალერიასა დ მძიმე ტექნიკას.

ამ შეკეთებას შეეწირა ხიდის თავში ადრე დაცული სამშენებლო წარწერა.
აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი ხიდის მასალის სხვა, ახლომდებარე თარიღიან ძეგლებთან შეჯერების საფუძველზე, მას XII – XIV ს.ს. ათარიღებს.
ყაურმის ხიდი მდებარეობს ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში, ნინოწმინდიდან 10 კმ. დაშორებით.

კატეგორია: ისტორიული ძეგლები | ნანახია: 607 | დაამატა: ადმინი(მიშო) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]